Sunday, April 17, 2016

კომპიუტერთან ჯდომის წესები და ჯანმრთელობა




არავინ დავობს, რომ კომპიუტერულმა ტექნოლოგიებმა ჩვენს ცხოვრებაში მყარად მოიკიდა ფეხი. სამსახური, განათლება თუ გართობა სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული ამ მოაზროვნე მანქანებზე. ეს რჩევები კომპიუტერთან თქვენს ურთიერთობას უფრო უსაფრთხოს გახდის

ხერხემალი ნაკლებად რომ გადაიტვირთოს:
- შეიძინეთ მოხერხებული მაგიდა და სკამი.
- დაარეგულირეთ მონიტორის მდებარეობა. ეკრანის ცენტრი თვალების დონეზე ან ოდნავ დაბლა უნდა იყოს, რომ სკამზე ჯდომისას არც თავის დახრა დაგჭირდეთ და არც მხრებში მოხრა.
- როგორც ყველაფერს, სწორად ჯდომასაც სწავლა უნდა: საზურგე რამდენიმე გრადუსით უკან არის გადახრილი (ასეთი პოზა ხელს უწყობს ხერხემლის განტვირთვას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ტორსსა და ბარძაყებს შორის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწიფული  ასაკის მამაკაცისთვის); ხელები თავისუფლად არის ჩამოშვებული სკამის სახელურებზე; იდაყვები და მტევნები მოდუნებულია; მტევნები და წინამხრები სწორ ხაზს ქმნის, მხოლოდ თითები მოძრაობს; ბარძაყები ტორსთან ქმნის მართ კუთხეს, წვივები კი ბარძაყებთან; ფეხები მყარად დგას იატაკზე ან სპეციალურ საყრდენზე.



No comments:

Post a Comment